geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო სტიპენდიების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია

სტუდენტების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ მომდევნო სემესტრში - 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემეტრში, სახელმწიფო სტიპენდიის კანდიდატთა შერჩევა მოხდება განახლებული კრიტერიუმების მიხედვით. შესაბამისად, სტუდენტებმა მიმდინარე - შემოდგომის სემესტრის აქტივობების განხორციელების დროს უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით (ამოქმედდება 2027 წლის გაზაფხულიდან):

1. სტიპენდია ენიშნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატებულ სტუდენტს, თუ მას წინა სემესტრში სრულად აქვს ათვისებული საგანმანათლებლო პროგრამით სემესტრისთვის განსაზღვრული კრედიტები და წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა შეადგენს 91 ქულას და მეტს. ამასთან, საშუალო არითმეტიკულ ქულას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ემატება შესაბამისი ქულები:
• წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული საფაკულტეტო ან შესაბამისი დარგობრივი პროფილის ადგილობრივ საუნივერსიტეტო/საერთაშორისო სამეცნიერო, მათ შორის სტუდენტურ კონფერენციებში, როგორც:
-მოხსენების ავტორს და მომხსენებელს (თითო აქტივობა ფასდება 2 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 4 ქულისა);
-თანაავტორს და თანამომხსენებელს (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 2 ქულისა).
• წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში: -საფაკულტეტო ან შესაბამისი დარგობრივი პროფილის საუნივერსიტეტო ინტელექტუალურ ღონისძიებაში (თითო აქტივობა ფასდება 0.5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 1 ქულისა); -საუნივერსიტეტო შემოქმედებით-კულტურულ ღონისძიებაში (თითო აქტივობა ფასდება 0,5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 1 ქულისა);
-საუნივერსიტეტო სპორტულ ღონისძიებაში (თითო აქტივობა ფასდება 0.5 ქულით,  მაგრამ არაუმეტეს ჯამური 1 ქულისა);
- იმიტირებულ სასამართლო პროცესში (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 2 ქულისა);
• განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, (თითოეული ჯგუფის კუთვნილებისას ემატება 1 ქულა).
2. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სრულად ვერ აითვისებს სამინისტროს მიერ აღნიშნული უნივერსიტეტისთვის გამოყოფილ სტიპენდიანტთა რაოდენობას, აუთვისებელი სტიპენდიების რაოდენობის ფარგლებში სტიპენდია დაენიშნება სტუდენტს, თუ მას წინა სემესტრში სრულად აქვს ათვისებული საგანმანათლებლო პროგრამით სემესტრისთვის განსაზღვრული კრედიტები და რომლის წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა ნაკლებია 91 ქულაზე. ამასთან, საშუალო არითმეტიკულ ქულას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ემატება შესაბამისი ქულები:
• წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული საფაკულტეტო ან შესაბამისი დარგობრივი პროფილის ადგილობრივ საუნივერსიტეტო/საერთაშორისო სამეცნიერო,   მათ შორის სტუდენტურ კონფერენციებში, როგორც:
-მოხსენების ავტორს და მომხსენებელს (თითო აქტივობა ფასდება 2 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 4 ქულისა);
-თანაავტორს და თანამომხსენებელს (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 2 ქულისა).
• წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში: -საფაკულტეტო ან შესაბამისი დარგობრივი პროფილის საუნივერსიტეტო ინტელექტუალურ ღონისძიებაში (თითო აქტივობა ფასდება 0.5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 1 ქულისა); - საუნივერსიტეტო შემოქმედებით-კულტურულ ღონისძიებაში ( თითო აქტივობა ფასდება 0.5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 1 ქულისა);
-საუნივერსიტეტო სპორტულ ღონისძიებაში ( თითო აქტივობა ფასდება 0.5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 1 ქულისა);
- იმიტირებულ სასამართლო პროცესში (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 2 ქულისა);
• განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, (თითოეული ჯგუფის კუთვნილებისას ემატება 1 ქულა).
3. პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრულ სტიპენდიანტთა შერჩევისას, თუ ბოლო ადგილზე თანაბარი ქულა აქვს რამდენიმე სტუდენტს, უპირატესობა მიენიჭება შემდეგ თანმიმდევრობას:
- წინა სემესტრის შეფასების მაღალ საშუალო არითმეტიკულ ქულას;
- სოციალურად მოწყვლად ჯგუფს;
- საფაკულტეტო ან შესაბამისი დარგობრივი პროფილის ადგილობრივ საუნივერსიტეტო/საერთაშორისო სამეცნიერო, მათ შორის სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობას;
- სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობა.
4. პირის სოციალურად მოწყვლად ჯგუფთან კუთვნილების დადასტურება ხდება სტუდენტის მიერ ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოდგენილი ოფიციალური ცნობის საფუძველზე.   


მიმდინარე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტიპენდიების მინიჭება მოხდება მოქმედი წესის შესაბამისად. ამასთან, სტუდენტებმა უნდა იზრუნონ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტების დროულად დამზადებაზე (მაგ.: მრავალშვილიანი ოჯახის წევრის სტატუსის განსაზღვრას ჭირდება 30 დღე).

გისურვებთ წარმატებას!

თარიღი: 22/09/2026